ნატო არ აპირებს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას, მაგრამ დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს - შოლცი

23 მარტი 2022, 14:00 965 ნახვა

ნატო არ აპირებს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას უკრაინაში შეჭრის გამო, მაგრამ დასავლეთი გააგრძელებს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა  განაცხადა.

შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი თავდასხმა უკრაინაზე ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთსაც.

„პუტინის თავდასხმა შეჩერებულია, მიუხედავად იმ ნგრევისა, რომელიც მას ყოველდღიურად მოაქვს. რუსეთის ლიდერმა სიმართლე უნდა მოისმინოს, ომი შეწყვიტოს და დიპლომატიური გამოსავალი მოძებნოს. ომი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის მომავალსაც ანგრევს"-განაცხადა კანცლერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში