პოლონეთი ქვეყნიდან 40-მდე რუსი დიპლომატის გაძევებას აპირებს - უცხოური მედია

23 მარტი 2022, 14:10 915 ნახვა

პოლონეთი ქვეყნიდან 40-მდე რუსი დიპლომატის გაძევებას აპირებს დიპლომატის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობისთვის, ანუ ჯაშუშობისთვის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ეს დიპლომატი საფრთხეს უქმნის პოლონეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას და მათი საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში