ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტს მიმართა 

23 მარტი 2022, 14:05 1002 ნახვა

„რუსეთმა ჩვენი მშვიდობა როცა დაარღვია, ჩვენ მალევე დავინახეთ, ვინ დგას მშვიდობის მხარეს და ვინ – მის წინააღმდეგ. იაპონია ლიდერი ქვეყანა აღმოჩნდა აზიაში, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ჩვენ“, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიის პარლამენტს და  დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოში ვერც ერთ ადამიანს ვეღარ ექნება უსაფრთხოების განცდა, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა რადიაციის საფრთხეზეც ისაუბრა და იაპონიის მთავრობას ჩერნობილის კატასტროფა და სირიაში რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები შეახსენა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში