ზელენსკიმ იაპონიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და მის პროდუქციაზე ემბარგოს დაწესება სთხოვა

23 მარტი 2022, 15:36 1193 ნახვა

რუსეთის მხრიდან ბირთვული და ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისადმი მიმართვისას ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტმა  იაპონიასთან მიმართვისას გაიხსენა 2011 წელს ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფა, რათა შეეხსენებინა ის საფრთხეები, რის წინაშეც უკრაინა რუსეთის მხრიდან ატომური ელექტროსადგურებისა და ჩერნობილის რეაქტორზე თავდასხმის შემთხვევაში აღმოჩნდება.

ზელენსკიმ იაპონიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ვერც ერთ ადამიანს ვეღარ ექნება უსაფრთხოების განცდა, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს.

ასევე  იაპონიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და მის პროდუქციაზე ემბარგოს დაწესება სთხოვა.

„პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები გაერთიანდნენ მშვიდობის დასაცავად. მადლობელი ვარ თქვენი სახელმწიფოსი ამ ისტორიულ მომენტში დაფიქსირებული პრინციპული პოზიციისთვის და უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. თქვენ პირველები ხართ აზიაში, ვინც რეალურად დაიწყო რუსეთზე წნეხის განხორციელება მშვიდობის აღსადგენად, ვინც მხარი დაუჭირა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ ამის კეთება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დღეს არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, უკრაინაში ომი წინააღმდეგ ეფექტურად ვერ მუშაობენ და საჭიროა ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ამგვარი შეჭრის თავიდან აცილებას შეძლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში