ზახაროვა: მოსკოვი და ცხინვალი ჰააგას არ ცნობს

23 მარტი 2022, 18:32 1520 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა გამოეხმაურა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის განკარგულებას.  „ასეთი ქმედებები, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. პროკურორმა გადაწყვიტა, წვლილი შეიტანოს ანტირუსულ ისტერიაში, რომელიც ახლა მძვინვარებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, ისევე როგორც მათ კონტროლქვეშ მყოფ ორგანოებში. ორდერების გაცემის დრო, ისევე როგორც მოპასუხეების არჩევა, ნათლად აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორიოს სასამართლო იყო და რჩება დასავლეთის ხელში მორჩილ იარაღად“,- განაცხადა მარია ზახაროვამ. რაც შეეხება უკრაინას, მარია ზახაროვას თქმით, ჰააგის სასამართლოს პროკურატურის მიდგომები „ამ ქვეყანაში მომხდარი მოვლენების დამახინჯებულ გაგებას ეფუძნებოდა“ და მისთვის გამოძიების დაწყების საფუძველი არ გამხდარა უკრაინის ხელისუფლების ქმედებები დონბასში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. ზახაროვას თქმით, რუსეთის ფედერაცია არ მონაწილეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამარლოს რომის სტატუტში და არ არის ვალდებული ითანამშრომლოს მასთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში