ბათუმში გოგოლის ქუჩაზე ხმაურია, მოქალაქეები კორპუსებში შესახლებას ითხოვენ

23 მარტი 2022, 22:31 6185 ნახვა

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებთან ხმაური და დაპირისპირებაა.  აქციის მონაწილეები უკანონოდ აშენებულ კორპუსებში შესახლებას და ბინების დაკანონებას ითხოვენ. 

მათივე განცხადებით, ისინი სოციალურად დაუცველნი არიან და წასასვლელი არსად აქვთ.

მათივე თქმით, აქ შეკრებილების დიდი ნაწილი ბარაკებში, ან ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ. 

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ტერიტორიიდან 2 პირი გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ გოგოლის ქუჩაზე თერთმეტ სართულიანი შენობა გასულ წელს აშენდა. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია 5 ათასი ლარით 53-ჯერ დააჯარიმა. დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში