აშშ უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებებს ომის დანაშაულად აფასებს

23 მარტი 2022, 23:55 1029 ნახვა

აშშ ოფიციალურად აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს, - ამის შესახებ განცხადება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

"დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობა აფასებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. ჩვენი შეფასება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან არსებული ინფორმაციის გულდასმით განხილვას ეფუძნება“, - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ გაუზიარებს ამ ინფორმაციას მოკავშირეებს, პარტნიორებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებსაც ევალებათ გამოიძიონ ბრალდებები ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში