საქართველო და ლუქსემბურგი ევროპის შესარჩევზე რუსეთის და ბელარუსის ნაცვლად ითამაშებს

23 მარტი 2022, 23:38 1339 ნახვა

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით საქართველო და ლუქსემბურგი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რუსეთის და ბელარუსის ნაცვლად ითამაშებს.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს. წელს ოქტომბერში ევროპის 32 ნაკრები კონტინენტის პირველობის საგზურისთვის იბრძოლებს.

საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე 24 ნაკრები ითამაშებს. მათგან 4 გუნდი უკვე ცნობილია. ესენი არიან მასპინძელი გერმანია, მოქმედი ჩემპიონი შვედეთი, ასევე პრიზიორები ესპანეთი და დანია.

შესარჩევი ეტაპის წილისყრა გერმანიაში 31 მარტს გაიმართება და გაირკვევა, ჯგუფებში ვინ ვის დაუპირისპირდება. რეიტინგის მიხედვით საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე 32 გუნდი 4 კალათაშია გადანაწილებული. საქართველოს ნაკრები ბოლო მეოთხე კალათაში იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში