უკრაინელი სამხედროები რუსულ ძალებს კიევის აღმოსავლეთით უკან დახევას აიძულებენ - უკრაინული მედია

24 მარტი 2022, 10:11 844 ნახვა

ბოლო მონაცემებით, უკრაინელი სამხედროები რუსულ ძალებს კიევის აღმოსავლეთით უკან დახევას აიძულებენ.

სარაკეტო თავდასხმის დროს კიევში დაიღუპა გამოცემა "ინსაიდერის" ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა. ის პოდოლსკის რაიონში გადაღებაზე იმყოფებოდა, მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი თანმხლები პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსეთის შეიარაღებული ძალები დონბასის მიდამოებში უფრო გააქტიურდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის განცხადებით, კიევის ოლქში 12 ათასამდე რუსი ოკუპანტია, მათგან 3 000 ალყაშია.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თითქმის მთელი ქალაქი ირპინი, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, უკრაინის ხელშია. გარდა ამისა, რუსმა ოკუპანტებმა კიევის დასავლეთით მდებარე ქალაქ მაკარივშიც დაიხიეს უკან. 

ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია ჩერნობილის ზონაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა რუსების 11 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის ვერტმფრენი, დრონი და რაკეტები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში