მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულია 2 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ომმა უკვე იმსხვერპლა 121 ბავშვი

24 მარტი 2022, 10:19 817 ნახვა

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულია 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა, როგორც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ, მსხვერპლი გაცილებით დიდია. ვერ ხერხდება ინფორმაციით მიღება ისეთი რაიონებიდან, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით,  კი მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულია 2 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომმა უკვე იმსხვერპლა 121 ბავშვი.

გაეროს მონაცემებით, ომის გამო ლტოლვილად იქცა 3.6 მილიონი უკრაინელი, მათ შორის 1.5 მილიონამდე ბავშვი.

ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კი ომის დაწყებიდან კიევში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავებული კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინის დედაქალაქში განადგურებულია 80-მდე შენობა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში