მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები დღეს ლვოვიდან პოლონეთში გაემგზავრებიან

24 მარტი 2022, 10:25 720 ნახვა

მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები დღეს ლვოვიდან  პოლონეთში გაემგზავრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს საათებში, ლვოვიდან და ოდესადან, მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს 60 მოქალაქის გადაყვანა იგეგმება, მოგვიანებით კი ისინი საქართველოში გამოემგზავრებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად საელჩო მარიუპოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტულ ჯგუფთან კავშირს მუდმივად ინარჩუნებდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით,  საქართველში 2000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში