ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად რისკი შესაძლოა ალიანსის წევრ სახელმწიფოებსაც შექმნას - იენს სტოლტენბერგი

24 მარტი 2022, 11:46 843 ნახვა

ნატო-ს გენერალურმა მდივნის განცხადებით, ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას, რის შედეგადაც უარყოფილი იქნება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, ქიმიური აგენტის გავრცელების საშიშროების რისკი შესაძლოა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებსაც შეეხოს.

მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე იკრიბებიან, რათა კრიზისის დაძლევის გზები ერთობლივი ძალებით მოძებნონ.

''ჩვენგან უკრაინას აქვს ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, რადგან უკრაინამ უნდა შეასრულოს მისი ფუნდამენტური უფლება – დაიცვას საკუთარი ტერიტორია. დღეს ნატო-ს ლიდერები განიხილავენ შორეულ ალიანსის თავდაცვის გრძელვადიან პერსპექტივას. ამ კრიზისის საპასუხოდ, ჩვენ გვეყოლება ოთხი საბრძოლო ჯგუფი გვეყოლება ოთხ ქვეყანაში, – ესენია ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. ასევე განვიხილავთ, რომ ალიანსის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის მეტი გვჭირდება.

დღევანდელი დღე არის დემონსტრაცია იმისა, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად დგანან ამ კრიზისის წინააღმდებ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში