კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდს“ პაციენტი ოჯახის ექიმის დანიშნულებით მიიღებს - გაბუნია

24 მარტი 2022, 11:48 711 ნახვა

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „პაქსლოვიდს“ პაციენტი ოჯახის ექიმის დანიშნულების შედეგად მიიღებს.

მისივე განმარტებით, მედიკამენტი აფთიაქში არ გაიყიდება, მის დისტრიბუციას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ უკვე ქვეყანაშია. ის პაციენტისთვის უფასოა. აფთიაქში არ გაიყიდება, მის დისტრიბუციას სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი ქვედანაყოფის საშუალებით.

ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმი, რომელიც საჭიროდ ჩათვლის, რომ პაციენტმა უნდა მიიღოს მედიკამენტი, ინფორმაციას გადასცემს იმ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტის მიტანას. შემდეგ ოჯახის ექიმი გააგრძელებს მეთვალყურეობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში