ომის დაწყებიდან კიევში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

24 მარტი 2022, 12:03 1012 ნახვა

ერთი თვეა რუსული არმია უკრაინაში სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ახორციელებს, თუმცა ქვეყნის მთავარ ქალაქებს ისევ უკრაინელები აკონტროლებენ.

რთული იყო გუშინდელი ღამეც, ძირითადად კიევის მისადგომები იბომბებოდა, თუმცა ისინი რუსულ ძალებს კიევის აღმოსავლეთით უკან დახევას აიძულებენ.

ასევე ქალაქი ირპინი, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, ისევ უკრაინის ხელშია. მათ ბერდიანსკთან ახლოს რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი „ორსკი“-ც გაანადგურეს.

ბოლო ცნობებით, რუსებმა რუბიჟნეში ფოსფორის ბომბი გამოიყენეს, დაიღუპა 4 ადამიანი, მათგან 2 ბავშვი.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში