ევროკავშირი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას - ჟოზეფ ბორელი 

24 მარტი 2022, 13:13 1135 ნახვა

ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.

„ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ის, რაც ისტორიას შექმნის, უკრაინელების მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარია“, - განაცხადა მან.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ აქვს ინტერესი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში.

„ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს: რაც მას უნდა, ტერიტორიის ოკუპაციაა. მას სურს ალყაში მოაქციოს მოლდოვას საზღვრამდე სანაპირო ზოლი და უკრაინის ზღვისგან იზოლირება მოახდინოს, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში