ლიეტუვის პრეზიდენტის მიმართვა 

24 მარტი 2022, 14:11 577 ნახვა

ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ევროპაში არავის შეუძლია მშვიდად ყოფნა, მათ შორის არც იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან მოშორებით მდებარეობენ.

ნაუსედამ ჟურნალისტის კითხვის, შესაძლებელია თუ არა, რომ შემდეგში რუსეთმა პოლონეთს ან ლიეტუვას დაარტყას, საპასუხოდ განაცხადა, რომ დღეს შექმნილი მდგომარეობა დემოკრატიული მსოფლიოსთვის გამოწვევაა.

ასევე მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, რომ ამ მხრივ საქართველოშიც მძიმე მდგომარეობაა,  აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მეტი მხარდაჭერაა საჭირო საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში