უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს

24 მარტი 2022, 14:32 826 ნახვა

საქართველო დაღუპულ გმირებს გლოვობს - მოქალაქეების ნაკადი ომში მოკლული ქართველი სამხედროების დავით რატიანის და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდებზე არ წყდება. საპატიო ყარაულები დგანან წმინდა მარიამ ეგვიპტელის ტაძართან, სადაც გია ბერიაშვილის ცხედარია დასვენებული.

დავით რატიანის სამძიმარი დღეს საკუთარ სახლშია, ხვალ კი ცხედარს ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებენ. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს.

დაღუპულ ქართველი მებრძოლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქალაქეები დახვდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ადგილზე მოქალაქეებმა ჯაჭვი გააკეთეს, მათ თან ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის დროშები და სანთლები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა.

რაც შეეხება უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ბახვა ჩიქობავას, მისი გამოსვენება დაბომბილი მარიუპოლიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში