ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე

24 მარტი 2022, 17:19 772 ნახვა

დღეს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეა. სკრინინგის პროგრამის ფარგლებში მობილური ჯგუფი ბათუმში, აფხაზეთის დასახლებაში იმყოფებოდა. უფასო გამოკვლევებით ბოლო ერთ კვირაში ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

სპეციალისტების განმარტებით დროულად აღმოჩენილი დიაგნოზი განკურნების სწრაფ შედეგს იძლევა.

ტუბერკულოზის გამოვლენას სპეციალური კითხვარის შევსებით სიმპტომების მიხედვით  ცდილობენ, შემდეგ კი შესაბამის გამოკვლევებზე ამისამართებენ.

მოქალაქეთა ინფორმირებულობისთვის საზოგადოებრივ ჯანდაცვას  წითელი ჯვრის მოხალისეები დაეხმარნენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ სკრინინგის პროგრამა კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მოქალაქეებმა დროული გამოკვლევა ჩაიტარონ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში