უკრაინას მივაწოდებთ ისეთ აღჭურვილობა, რითაც თავს დაიცავენ ქიმიური იარაღის საფრთხეებისგან - იენს სტოლტენბერგი

24 მარტი 2022, 18:13 967 ნახვა

მოკავშირეები შევთანხმდით, რომ უკრაინას მივაწოდებთ ისეთ აღჭურვილობას და ტექნიკას, რითაც თავს დაიცავს ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ქიმიური იარაღის საფრთხეებისგან - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ალიანსი უკრაინას სამხედრო ტექნიკას, დრონებს, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვით აღჭურვილობას მიაწოდებს.

"რუსეთს გააჩნია ქიმიური იარაღი და ვიცით, რომ ის ამით მანიპულირებს. მან თქვა, რომ შესაძლოა გამოიყენოს ეს იარაღი, ამიტომ საჭიროა მალე ამ ომის დასრულება და სიტუაციის განმუხტვა. ჩვენ მხარს დავუჭერთ და მივაწოდებთ უკრაინას შესაბამის დანადგარებსა და აღჭურვილობას, რომ ბირთვული საფრთხეები იქნეს თავიდან აცილებული.

მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მივაწოდეთ ისეთი აღჭურვილობა, რითაც თავს დაიცავენ ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ქიმიური იარაღის საფრთხეებისგან. ეს მოიცავს იარაღის გამოვლენას, წვრთნებს დაბინძურების შესახებ და კრიზისის მენეჯმენტს. ჩვენმა ტოპ სამხედრო მეთაურმა გენერალმა ვოლტერსმა უკვე გააქტიურა ნატოს რადიოლოგიური, ბიოლოგიური, ატომური და ქიმიური თავდაცვის ელემენტები. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ასე რომ ჩვენ ვდგავართ ნაბიჯებს უკრაინის მხარდასაჭერად და ჩვენი წევრი ქვეყნების დასაცავად," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში