ნატოს სამიტი

24 მარტი 2022, 20:15 1011 ნახვა

ბრიუსელში გამართულ ნატო-ს საგანგებო სამიტზე ალიანსის წევრებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის აგრესიის შეკავებასა და ალიანსის წევრების მოსახლეობის დაცვაზე, გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნებასა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევაზე. დღევანდელ სამიტზე NATO შეთანხმდა, რომ კიდევ უფრო მეტ დახმარებას გაუწევს უკრაინას, განაგრძობს უპრეცენდენტო სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ და გააძლიერებს ალიანსის შესაძლებლობებს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ახსენა საქართველოც, რომ გაიზრდება იმ მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან რისკის ქვეშ იმყოფებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში