ემანუელ მაკრონის განცხადება

24 მარტი 2022, 22:10 1169 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე სულ უფრო იზოლირებულია. ემანუელ მაკრონის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება. სწორედ ამიტომ, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას მხარი დაუჭიროს. მაკრონმა აღნიშნა, რომ დასავლური ძალები მზად არიან, რუსეთის წინააღმდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სანქციები გააძლიერონ. ისაუბრა სურსათის კრიზისზეც, მისი თქმით ქვეყნების დიდი ნაწილი დამოკიდებულია უკრაინულ და რუსულ ექსპორტზე და აღნიშნა, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, 1 წლიდან 18 თვემდე ვადაში, რადგან უკრაინელი ფერმერები ახალ მოსავალს ვერ თესავენ. ამიტომ დასავლეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მომავალი კრიზისის წინააღმდეგ მობილიზდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში