გაეროს რეზოლუცია

24 მარტი 2022, 22:12 1094 ნახვა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. დოკუმენტი ასევე უკრაინაში დახმარების ხელმისაწვდომობასა და რიგითი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს და რუსეთს, მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის შექმნის გამო აკრიტიკებს. რეზოლუციას 140-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, ხოლო 38-მა თავი შეიკავა. ხუთმა ქვეყანამ კი რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. ესენია: რუსეთი, სირია, ჩრ. კორეა, ერიტრეა, ბელარუსი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში