ხანძარი სოფელ ჯიხანჯურში

25 მარტი 2022, 10:31 567 ნახვა

სოფელ ჯიხანჯურში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. იგი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკაში  გადაიყვანეს.

ხანძარი გვიან ღამით, ყოფილი მეურნეობის ორსართულიან ბინას გაუჩნდა. ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა  ჯაყელიძეების 6 წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი ფართი.

ღია ცის ქვეშ დარჩენილი ჯაყელიძეები დროებით ახლობლებმა შეიფარეს.

დაზარალებულების მდგომარეობას  ქობულეთის მერიის შესაბამის კომისია დღეს შეისწავლის და  როგორც ამბობენ ოჯახს ბინას უქირავებენ და დაეხმარებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში