იაპონია რუსეთის კიდევ 25 მოქალაქის აქტივებს ყინავს

25 მარტი 2022, 13:00 1178 ნახვა

იაპონია რუსეთის კიდევ 25 მოქალაქეს აქტივებს გაუყინავს  - ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, ჯამში იაპონიის მიერ სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 101 გახდა.

BBC-ის ინფორმაციით, იაპონია ასევე აკრძალავს ექსპორტს 81 რუსულ ორგანიზაციაში. 

იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ახალი სანქციების მიზნები მოიცავს იგორ შუვალოვს, რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს და მსხვილი სახელმწიფო ბანკის Vnesheconombank-ის თავმჯდომარეს, ასევე, ოლიგარქ სერგეი ჩემეზოვის ხუთ ნათესავს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აიკრძალება ფუფუნების საგნების ექსპორტიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში