ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია ქირით გაიყვანს

25 მარტი 2022, 14:02 916 ნახვა

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ჯაყელიძეების 6-წევრიან ოჯახს ქობულეთის მერია ქირით გაიყვანს.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ამ დროისთვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს.  ამის  შემდეგ სტიქიის სალიკვიდაციო კომისია ოჯახს  შესაბამის დახმარებას გაუწევს.

რაც შეეხება არასრულწლოვან მოზარდს, რომელიც გუშინ ხანძრის შედეგად დაშავდა, ის საავადმყოფოში მკურნალობს.  მას ხელის  მტევნის მცირე დამწვრობა აღენიშნება და  მდგომარეობა სტაბილურია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში