შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

25 მარტი 2022, 21:37 1030 ნახვა

შვეიცარიის ხელისუფლებამ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.

ახალი შეზღუდვები შეზღუდვები მოიცავს:

ფუფუნების საგნების ექსპორტის აკრძალვას.

აკრძალვა ეხება მაღალი კლასის ფუფუნების საგნებს, მათ შორის ბრილიანტებს, ძვირადღირებულ მანქანებს, სამკაულებს, საათებს, ტყავის ნაწარმს;

რუსეთის სხვადასხვა სექტორში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ცალკეულ საწარმოებთან - კრემლის - სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან ნებისმიერი ტრანზაქციის სრულ აკრძალვას;

მეტალოპროდუქციის, რკინისა და ფოლადის პროდუქციის აკრძალვას;

რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ახალი ინვესტიციების აკრძალვას;

ცოტა ხნის წინ, შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქეების 6.2 მლრდ დოლარის აქტივები გაყინა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში