ზელენსკი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს

26 მარტი 2022, 12:23 1246 ნახვა

რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების პირობები უნდა იყოს სამართლიანი, უკრაინელი ხალხი სხვას არ მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, საუბარი უნდა იყოს სერიოზული, უკრაინის სუვერენიტეტი გარანტირებულია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მტრის თავდასხმების აღკვეთას განაგრძობს ქვეყნის სამხრეთით, დონბასში, ხარკოვის მიმართულებით და კიევის რეგიონში.

მისივე თქმით რუსეთი ათეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავს ტყუილსა და პროპაგანდაში, მაგრამ არ აქვს გათვალისწინებული, რომ ამის შედეგი გარანტირებული არ არის.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში