სტოლტენბერგის მოწოდება რუსეთს ბიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე

26 მარტი 2022, 13:21 817 ნახვა

იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინაში ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი არ გამოიყენოს.  განცხადება ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ნორვეგიაში სამხედრო ბაზაზე ვიზიტის დროს გააკეთა.

სტოლტენბერგის შეფასებით, მსგავსი იარაღის გამოყენება მთლიანად შეცვლის უკრაინაში მიმდინარე ომის ხასიათს. ის აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარი მოთხოვნებით დასავლეთის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში