უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

26 მარტი 2022, 15:09 1372 ნახვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში წერს.

არსებული ინფორმაციით, ქართველი მეომრის სიცოცხლე ირპეთან მომხდარ შეტაკებას ემსხვერლა.

ამ დრომდე უკრაინაში 3 ქართველი იყო გარდაცვლილი. 

გიორგი ბერიაშვილი და დავით რატიანი ოკუპანტების მიერ ჩამოგდებულ რაკეტას ასევე ირპენში ემსხვერპლნენ. ისინი ომში უცხოელ მოხალისეთა რაზმის წევრები იყვნენ.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულ ქართველს ბახვა ჩიქობავას მისი გადმოსვენება მარიუპოლიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში