მედვედევი ასახელებს 4 პირობას, რა დროსაც რუსეი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

26 მარტი 2022, 16:52 2370 ნახვა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა, ის 4 პირობა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედვედევის ინფორმაციით, რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს იმ შემთხვევაში: თუ მის ტერიტორიაზე განხორციელდება თავდასხმა ბირთვული იარაღის გამოყენებით; ბირთვული იარაღის ნებისმიერი სხვა გამოყენების შემთხვევაში რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ; თუ მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელყოფა, რის შედეგადაც რუსეთის ბირთვული შეკავების ძალების პარალიზება მოხდება, ამასთან  რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რის შედეგადაც ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში