ქალაქ სლავუტიჩიაში ოკუპანტებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს

26 მარტი 2022, 18:32 1174 ნახვა

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ამ დრომდე გრძელდება აქცია ქალაქ სლავუტიჩიაში.  მოსახლეობამ ქალაქში შეჭრილ რუსულ ძალოვანებს უკან დაახევინეს.  მაცხოვრებლები აქციაზე უკრაინის ეროვნული სიმბოლოებით მივიდნენ, შიშველი ხელებით უპირისპირდებიან ოკუპანტებს და სკანდირებენ "სლავუტიჩი უკრაინაა". 

ოკუპანტებმა მოქალაქეებს ცეცლი გაუხსნეს და ასე შეეცადნენ მათ დაშლას, თუმცა უშედეგოდ.

რამდენიმე წუთის წინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გამართულ ბრიფინგზე რუს დედებს მიმართა და მოუწოდა, არ გაუშვან შვილები პუტინის დაწყებულ ომში.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ბრძოლის წინა ხაზზე წვევამდელების გაგზავნას გეგმავს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში