ზელენსკი საერთაშორისო თანამეგობრობას ისევ საყვედურობს

27 მარტი 2022, 13:03 1055 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი განაგრძობს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან. მან პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინის ქალაქების საჰაერო დაბომბვის თავიდან აცილება.

ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები, რომლებიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჯერ კიდევ არ გადაუციათ უკრაინითვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმაც და შეერთებულმა შტატებმაც საჯაროდ განაცხადეს, რომ მზად არიან მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, თვითმფრინავები, ტანკები და შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას საშუალებას მისცემს რეალურად დაიცვას თავისუფლება საკუთარ ტერიტორიაზე და მკვეთრად შეცვალოს საომარი მოქმედებების კურსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში