დანილოვი საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიების დაბრუნებისკენ მოუწოდებს - „ეს აუცილებლად დაგვეხმარება“

27 მარტი 2022, 13:10 2144 ნახვა

თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში.

„საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“- დასძინა მან.

გარდა ამისა, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ყურადღება გაამახვილა ოფიციალური ტოკიოს განცხადებაზეც, რომლის თანახმადაც კურილის ოთხი კუნძული უშუალოდ იაპონიას ეკუთვნის, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციამ წვრთნები დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში