ხარკოვში სახლები იწვის

27 მარტი 2022, 15:54 904 ნახვა

ხარკოვში სახლები იწვის. ოკუპანტებმა იქ საჰაერო იერიში ისევ განაახლეს. დაბომბილია სკოლაც.    ჩერნიგოვში კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურებისა და აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ელექტროენერგია და წყალმომარაგება ხელმისაწვდომი არ არის. ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობასაც.

ცოტა ხნის წინ, ვიდეომიმართვა გაავრცელა ჩერნიგოვის ხელმძღვანელმა, მან მტერს იდიოტი უწოდა და თქვა რომ მოწინააღმდეგეები სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში