მარიუპოლში 2 დაჭრილი ქართველი იმყოფება

27 მარტი 2022, 18:48 967 ნახვა

„აჭარის მაუწყებლის“ ჟურნალისტი ცოტა ხნის წინ უკრაინაში მყოფ ქართველ მოხალისეებს ესაუბრა. მათი თქმით, ყველა ქართველი მეომარი საბრძოლო განწყობაზეა. ამ დროისთვის მარიუპოლში იმყოფება 2 დაჭრილი ქართველი, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

მებრძოლები ყვებიან, რომ ახლა  რუსული ჯარი საგრძნობლად დასუსტებულია, გამოელიათ ტყვია-წამალი და საკვები.  ამასთან, ბოლო დღეებში ტემპერატურა მკვეთრად დაბალია და მათ მდგომარეობას ეს კიდევ უფრო ამძიმებს.

ქართველი მეომრების თქმით, რუსულ არმიაში დიდი პრობლემებია და მათ დიდ ნაწილს ბრძოლის სურვილი არ აქვს.  მებრძოლები გვიყვებიან, რომ ოკუპანტებმა  კიევის მისადგომებთან  საბრძოლო მოქმედებები შეანელეს.

ამ ფონზე უკრაინული ძალები სხვადასხვა მიმართულებებით კონტრ-შეტევებზე გადადიან, მათ შორის მარიუპოლშიც.  

მეომრების თქმით, ქართველი სამხედროები ბრძოლის ველზე მოწინავენი არიან და ამას უკრაინელი სამხედროებიც აღნიშნავენ. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში