ხერსონში მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს - არიან დაშავებულები

27 მარტი 2022, 19:06 956 ნახვა

ოკუპანტების საწინააღმდეგო მიტინგზე დროებით ოკუპირებულ ხერსონის მცხოვრებლებს აგრესორებმა ცეცხლი გაუხსნეს. გამოიყენეს ცრელსადენი გაზიც. არიან დაშავებულები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მცხოვრებლებს მიტინგების გამართვის აკრძალვის შესახებ აფრთხილებენ. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მათ რუსეთის ჯარის არ ეშინიათ და სკანდირებდნენ - „ხერსონი  უკრაინაა!“.

მოსახლეობის ცნობით, ისინი დაშლას არ აპირებენ.

რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს ქალაქ კახოვკაშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში