უკრაინელი მსოფლიო ჩემპიონი „აზოვის“ რიგებში მარიუპლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა

28 მარტი 2022, 00:28 1154 ნახვა

უკრაინელი კიკბოქსიორი მაქსიმ კაგალი, რომელიც სამშობლოს „აზოვის“ სპეციალური დანიშნულების რაზმის რიგებში იცავდა, მარიუპოლისთვის ბრძოლაში დაიღუპა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ჩემპიონის ტრენერზე, ოლეგ სკრიტზე დაყრდნობით იუწყება.

„მშვიდად იძინე, ძმობილო, მსუბუქი იყოს შენთვის ეს მიწა. შურს ვიძიებთ“, -წერს სკრიტი.

ცნობისთვის, კაგალი უკრაინის ნაკრებიდან პირველი იყო, ვინც კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში