ბათუმში არსებული ავარიული სახლები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება - პრემიერი

28 მარტი 2022, 11:26 1041 ნახვა

პროგრამის "ბათუმის ავარიული სახლების" გარეშე განხორციელება იწყება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ბათუმში მწვავედ დგას ავარიული სახლების პრობლემა, რაც საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის.

მისივე განცხადებით, ამ პროგრამის შედეგად, ბათუმში ავარიული სახლები თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება.

„მოგეხსენებათ, ბათუმში ძალიან მწვავედ დგას ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების პრობლემა, რაც მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნული მიზნობრივი პროგრამის თანახმად, ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. სწორედ ამის შესახებ გვექნება დღეს მთავრობის სხდომაზე მსჯელობა და ამ პროგრამას დავამტკიცებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის სხდომას ესწრება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში