„ოსკარი 2022“ 

28 მარტი 2022, 10:06 458 ნახვა

ლოს-ანჯელესში ოსკარით დაჯლდოვების ცერემონიაზე უკრაინის სოლიდარობის ნიშნად  წუთიერი დუმილი უკრაინული წარმოშობის მსახიობის მილა კუნისის გამოსვლის შემდეგ გამოცხადდა. 

ეკრანზე გამოტანილი განცხადებით,  კინოფესტივალის ორგანიზატორებმა  დამსწრეებს მოუწოდეს  მხარი დაუჭირონ უკრაინას ყველა ხელმისაწვდომი მეთოდით.  

ამერიკის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად კოდა აღიარა. რეჟისორ სიან ჰედერის ფილმი არის გოგონაზე, რომელიც ოჯახის სმენადაქვეითებულ წევრებს შორის ერთადერთია, ვისაც ესმის.

ფილმში მთავარ როლს ასრულებს ემილია ჯონსი. კოდა რიმეიკია ფრანგული ფილმისა „ბელიერების ოჯახი“, რომელიც კინოთეატრებში 2014 წელს უჩვენეს.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვისაც ოსკარი სიან ჰედერმა მიიღო. 

ფილმი ამერიკის კინოაკადემიის მესამე პრიზის მფლობელიც გახდა - მამაკაცის მეორე პლანის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი გადაეცა ტროი კოცურს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში