აქციაზე დაკავებული 20 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

28 მარტი 2022, 10:58 630 ნახვა

საწვავის გაძვირების გამო საპტროტესტო აქციები გუშინ  თბილისის გარდა ბათუმსა და ქუთაისშიც გაიმართა. აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი  დღეს გაიმართება.

20 პირი დიღმის მთავარ სამმართველოში გვიან ღამით გადაიყვანეს. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში