"ნოვაია გაზეტა" მუშაობას აჩერებს

28 მარტი 2022, 17:19 1108 ნახვა

რუსულმა გამოცემამ „ნოვაია გაზეტა“, რუსეთის მარეგულირებელი ორგანოსგან მიღებული გაფრთხილების შემდეგ, საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გამოცემის რედაქციაში განაცხადეს, რომ „ნოვაია გაზეტა“ წყვეტს გაზეთის ონლაინ და ბეჭდური ვერსიის გამოცემას უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის დასრულებამდე“.

"კიდევ ერთი გაფრთხილება მივიღეთ "როსკომნადზორისგან", რომლის შემდეგ ჩვენ ვწყვეტთ როგორც გაზეთის ონლაინ, ისე ბეჭდვითი ვერსიის გამოშვებას. პატივისცემით, "ნოვაია გაზეტას" რედაქტორები", - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში