ქუთაისში ავარიული სახლის აივანი ჩამოინგრა

28 მარტი 2022, 19:21 1072 ნახვა

ქუთაისში, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქუჩაზე ავარიული სახლის აივანი ჩამონგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. ინციდენტის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

ნგრევის ეს პირველი შემთხვევა არ არის. სიძველის გამო ნგრევა სხვადასხვა დროს არაერთხელ მომხდარა.

ამ ქუჩაზე განლაგებული რიონისპირა სახლები კულტურული მემკვიდროების ნუსხაშია. მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით სახლია, რომელიც გამაგრებას და რეაბილიტაციას საჭიროებს.

წითელ ხიდსა და ჯაჭვის ხიდს შორის განთავსებული ისტორიული სახლების რეაბილიტაციის პროგრამა ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2018 წელს წარადგინა. რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც თითქმის მილიონი ლარს შეადგენდა ტენდერი რეგიონალური განვითარების ფონდმა გამოცხადა.

პროექტის პირველი ეტაპი რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა, თუმცა მოქალაქეებს სახლების გამაგრება ამ დრომდე თავად უწევთ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში