მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გაკეთებულ მოწოდებას "მთავრობის დამხობის" შესახებ, სამართალდამცავი შეისწავლიან - პროკურორი 

28 მარტი 2022, 19:35 804 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სააკაშვილის მიერ სასამართლოში გაკეთებულ მოწოდებას "მთავრობის დამხობის" შესახებ, სამართალდამცავი უწყებები შეისწავლიან.

"ბრალდებულის განცხადებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სამართალდამცავი უწყებები მის შეფასებას მოახდენენ და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება ამას მოჰყვეს.

სააკაშვილს ბრალდების მხარე ვედავებით ძალადობის ორგანიზებას, მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეების წინააღმდეგ, ტელევიზიის წინააღმდეგ. ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა იმ ფონზე, როცა თავად დღემდე აკეთებს მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. არ არის გასაზიარებელი არცერთი სიტყვა მათ უდანაშაულობაზე, თუნდაც, იმ ფონზე, როცა თავად აკეთებენ მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს - ბრალდებულმა ნაცვლად იმისა, რომ მოწმეებისთვის მოესმინა, ეს იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, ძალოსნები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დარბევის ღონისძიებაში, მან თავი აარიდა მოწმეთა დაკითხვას და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა და დატოვა პროცესი",- აცხადებს ჯარჯი წიკლაური.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში