ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში რუსი სამხედროები, დამცავი აღჭურვილობის გარეშე გადაადგილდებოდნენ - „როიტერი“

29 მარტი 2022, 10:15 605 ნახვა

ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის ზონაში მყოფი რუსი სამხედროები, „წითელი ტყის“ სახელით ცნობილ უაღრესად ტოქსიკურ ზონაში ჯავშანტექნიკით რადიაციული დაცვის აღჭურვილობის გარეშე გადაადგილდებოდნენ - ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. 

გამოცემა ინფორმაციას, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებზე  დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალებას ორმა წყარომ განუცხადა, სამხედროების კოლონა არ იყენებდა ანტირადიაციულ აღჭურვილობას. სადგურის ერთ-ერთი თანამშრომელი „როიტერთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს სამხედროებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან მათ მიერ ჩასუნთქული რადიოაქტიური მტვერი დიდი ალბათობით ორგანიზმის შინაგან დასხივებას გამოიწვევდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში