სარაკეტო იერიში უკრაინის ქალაქებსა და ნავთობბაზაზე - არიან დაშავებულები

29 მარტი 2022, 10:28 691 ნახვა

რუსეთი უკრაინის მიმართულებით საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლს არ წყვეტს.

ხარკოვის რეგიონში, ლიუბოტინზე, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ხარკოვის საოლქო პროკურატურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხარკოვში, დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების შედეგად, უკვე  1177 საცხოვრებელი კორპუსია დანგრეული. ბოლო მონაცემებით, რივნეს რაიონში, სადაც რუსებმა ნავთობის საცავზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია.

კიბერთავდასხმის შესახებ იუწყება უკრაინული ტელეკომუნიკაციების პროვაიდერი, ამ დროისთვის კომუნიკაციების აღდგენა გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში