მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს — პოდოლიაკი

29 მარტი 2022, 11:12 758 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს რომან აბრამოვიჩს და უკრაინის დელეგაციის წევრებს მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ ეხმაურება და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, საინფორმაციო სფეროში ახლა უამრავი ინფორმაციული სპეკულაცია და სხვადასხვა შეთქმულების თეორიებია.

Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუს ბიზნესმენს და უკრაინის დელეგაციის იმ წევრებს, ვინც აბრამოვიჩს პირადად შეხვდა, ინტოქსიკაციის სიმპტომები ჰქონდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში