უკრაინის მხარდამჭერი გრაფიტი მილანში

29 მარტი 2022, 14:21 867 ნახვა

ანა ფრანკი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ - ამ სახელწოდებით  უკრაინის მხარდამჭერი  გრაფიტი იტალიაში გამოჩნდა. მისი ავტორი იტალიელი  მხატვარი  ალექსანდრო პალომბოა.  გრაფიტი მილანის  ერთ-ერთ სახლზეა გამოსახული. 

სურათზე  ანა, რომელსაც ცისფერი კაბა აცვია ლურჯ-ყვითელი ბაფთით, რუსი ოკუპანტების სიმბოლოიან პლაკატს ცეცხლს უკიდებს.

ანა ფრანკი ნაციზმის მსხვერპლი, ოსვენციმისა და  ბერგენ-ბელზენის  საკონცენტრაციო ბანაკების პატიმარი  ებრაელი გოგონაა. იგი ნიდერლანდების ოკუპირებულ დედაქალაქში 25 თვის განმავლობაში ოჯახთან ერთად  იმალებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში