ქალაქ მიკოლაივის ადმინისტრაციული შენობის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა - უკრაინის საგანგებო სამსახური

29 მარტი 2022, 15:33 1110 ნახვა

მიკოლაივში, დაბომბილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილები იპოვეს. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურში ადასტურებენ.

მათივე განცხადებით, ნანგრევებში მაშველებმა 7 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, დაშავდა 22 პირი, 18 კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაივის ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც შენობის დიდი ნაწილი ჩამოიშალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში