ყველა ვინც რუსულ ენას ფლობს, თანამემამულედ ჩაითვლება - დუმაში ახალი კანონპროექტი შეიტანეს 

29 მარტი 2022, 11:07 953 ნახვა

დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თანამემამულედ აღიარებენ ყველას, ვინც რუსულ ენას ფლობს. 

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები ხალხების სიის დაზუსტებას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

კანონპროექტი დსთ-ს საკითხთა ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კონსტანტინე ზატულინის ინიცირებულია.

,,კანონპროექტით შემოთავაზებულია, თანამემამულეებად აღიარონ ის პირები, რომლებმაც იციან რუსული ენა, რომელთა უშუალო წინაპრები დაიბადნენ ან იცხოვრეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში გაიზარდა თანამემამულეების ახალი თაობა, რომლებსაც არ ჰქონიათ სსრკ-ის მოქალაქეობა. შესაბამისად, ცნება "თანამემამულის" განმარტებაში გამოირიცხა სსრკ-ის მოქალაქეობასთან კავშირი"- წერია განმარტებით ბარათში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში