ზელენსკის მიმართვა დანიის პარლამენტს

29 მარტი 2022, 17:22 1005 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის მთავრობასა და პარლამენტს მიმართა. ყოველდღიურად ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ საშუალოდ 40 რაკეტას იყენებენ - განაცხადა მან ვიდეომიმართვის დროს. პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თვეზე ცოტა მეტი პერიოდის განმავლობაში, რუსეთმა  ათას 370 -ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, ხოლო იარაღის მთლიანი რაოდენობის დათვლა, რომელიც რუსულმა ჯარებმა უკვე გამოიყენეს უკრაინელების წინააღმდეგ, უბრალოდ შეუძლებელია. უკრაინის პრეზიდენტმა  დანიის პარლამენტს განუცხადა, რომ ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაამკაცროს, მათ შორის შეწყვიტოს ნავთობის შეძენა, დაბლოკოს სავაჭრო ურთიერთობები და დახუროს პორტები რუსული გემებისთვის. ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ გაიმეორა, რომ დაახლოებით ასი ათასი ადამიანი მარიუპოლში რუსული სამხედროების   ბლოკადაში რჩება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში